სკოტ ბესენტი: აშშ, სავარაუდოდ, ამ კვირაში ირანულ ბანკს სანქციებს დაუწესებს
„აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, შეერთებული შტატები ამ კვირაში, სავარაუდოდ, ირანულ ბანკს სანქციებს დაუწესებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, სანქციების დაწესება ყოველკვირეულ რეჟიმში გაგრძელდება.
„ამ კვირაში, სავარაუდოდ, გამოვაცხადებთ სანქციებს ერთ-ერთ ბანკზე, მომდევნო კვირას კი - კიდევ ერთზე. ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რომლებმაც დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს“, - განაცხადა ბესენტმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვაშინგტონი, ასევე, განიხილავს იმ კომპანიებისა და სუბიექტების აქტივების მოძებნას და გაყინვას, რომლებიც ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ.
„ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს. ჩვენ ამ რეჟიმს ეკონომიკურად დავახრჩობთ“, - აღნიშნა ბესენტმა და დაამატა, რომ ვაშინგტონმა ჩინეთთან ფარულად უკვე განიხილა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთისა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხები.