Loading data...
სკოტ ბესენტი: აშშ გასცემს 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, ეს ნაბიჯი გლობალური ბაზრების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.

„ეს გახანგრძლივება დამატებით მოქნილობას უზრუნველყოფს და ჩვენ ვიმუშავებთ ამ ქვეყნებთან, რათა საჭიროებისამებრ გავცეთ კონკრეტული ლიცენზიები. ეს ზოგადი ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგეტიკულად ყველაზე მოწყვლადნი არიან.

ეს ასევე დაეხმარება არსებული მიწოდების გადამისამართებას იმ ქვეყნებისკენ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რაც შეამცირებს ჩინეთის შესაძლებლობას, დააგროვოს ფასდაკლებული ნავთობის მარაგები“, - აღნიშნა სკოტ ბესენტმა.