1747044446
უცხოეთი
სკანდალი „ევროვიზიაზე“ - ისრაელის წარმომადგენელს პალესტინის დროშებით დახვდნენ

„ევროვიზია 2025“-ის გახსნის ცერემონიაზე სკანდალი მოხდა. კონკურსის გახსნაზე ისრაელის წარმომადგენელს იუვალ რაფაელს პალესტინის დროშებით დახვდნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
როდესაც მომღერალი „ფირუზის ხალიჩით“ მიდიოდა, მას აქციის მონაწილეებმა სტვენა და ყვირილი დაუწყეს, რითაც ცერემონიის ჩაშლა სცადეს. პალესტინელთა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თითით კისრის გადაჭრის მოძრაობა გააკეთა, რაც ისრაელის დელეგაციამ პირდაპირ მუქარად შეაფასა.
ისრაელის დელეგაციამ პოლიციას მიმართა, რომელმაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ანალოგიური აქცია პალესტინელმა აქტივისტებმა „ევროვიზიაზე“ 2024 წელსაც გამართეს. მათ ისრაელის წარმომადგენელს რეპეტიციის ჩატარებაში ხელი შეუშალეს.