Loading data...
სიცხისგან ასფალტი და ბეტონი დადნა - გერმანიაში ექსტრემალურმა სიცხემ ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი დააზიანა

გერმანიაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტომაგისტრალზე, A2-ზე, რომელიც ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს ჩრდილოეთის გავლით აკავშირებს საგზაო საფარი სერიოზულად დაზიანდა.

როგორც მედია წერს, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული ძლიერი სიცხის შემდეგ ხელისუფლებამ იძულებით დახურა A2-ის მონაკვეთი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს რურის რეგიონიდან ბერლინიმდე  აკავშირებს. ეს გზა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.

დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს ბრანდენბურგში. დაზიანების ზონა თანდათან ფართოვდება, რის გამოც მოძრაობაზე ახალი შეზღუდვები წესდება. მაღალმა ტემპერატურამ გზის საფარის დეფორმაცია გამოიწვია.