Loading data...
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი ტომოკო აკანე აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს შეერთებული შტატების ზეწოლისგან დაიცავს. 

აშშ-ის ქმედებების შესახებ კომენტარის გაკეთებისას აკანემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების საფუძველს ვერ ხედავს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, გააგრძელებს სასამართლოს და მისი საქმიანობის დაცვას.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლა შეუძლებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 18 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ტომოკო აკანეს და ამავე სასამართლოს უფროს იურისტს აბდულაიე სეიეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მაშინ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა აშშ-ის „ურყევი მისიის ფარგლებში, რომელიც ამ ფიქციური სასამართლოსგან ამერიკელების დაცვას ითვალისწინებს“.