Loading data...
სირსკი - რუსეთს 10 ახალი დივიზიის შექმნა სურს, გარდა მობილიზაციის გაგრძელებისა სხვა გზა არ გვაქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ივლისში მიღწეული შედეგების განსახილველად შეხვედრა გამართა.

„რუსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ წლის ბოლომდე 10 ახალი დივიზია ჩამოაყალიბოს, მათგან ორი კი უკვე შეიქმნა. ამის გამო ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა მობილიზაციის გაგრძელებისა, საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისა და ჩვენი ქვეითთა გაძლიერებისა“, - განაცხადა სირსკიმ. 

სირსკის თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად პოკროვსკის, დობროპოლისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზეა.

„ჩვენმა უპილოტო აპარატებმა და სხვა დამატებით საშუალებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო შესაძლებლობები“, – დასძინა სირსკიმ.