1783057096
უცხოეთი
სირიის შს სამინისტრო: დამასკოში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ინფორმაციას სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სირიის შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დედაქალაქის ცენტრში, იუსტიციის სასახლის მახლობლად მდებარე კაფეში იყო დამონტაჟებული.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა, აჰმედ ბაკურმა მედიას განუცხადა, რომ ყველა დაჭრილი სირიის დედაქალაქის რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.