1762688271
უცხოეთი
სირიის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა - აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპს შეხვდება
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, 10 ნოემბერს სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ გაერომ ალ-შარაას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი სირიის პრეზიდენტი გლობალური ტერორისტების სიიდან ამოიღო.
„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აჰმედ ალ-შარაა ასადის რეჟიმის დროს ათწლეულების განმავლობაში იზოლაციისა და 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, მსოფლიო ასპარეზზე სირიის პოზიციის აღდგენას ცდილობს“, - წერს მედიასაშუალება.