1786440192
უცხოეთი
სირიის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯა მიესაჯა
სირიის სასამართლომ სირიის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას მაჰერს სიკვდილით დასჯა. ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.
სასამართლომ 2024 წელს სირიიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი დაუსწრებლად გაასამართლა და 14-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა და ასევე ომის დანაშაულებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა.
2024 წლის დეკემბერში ხელისუფლების დამხობისა და დამასკოს დატოვების შემდეგ, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვმა შეიფარა და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.