Loading data...
სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარა

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. არმია ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე შევიდა, დასავლეთ ევფრატის ზონაში და დეირ ჰაფერზე სრული სამხედრო კონტროლი დაამყარა.

სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, არ შევიდნენ ოპერაციების ზონაში, ვიდრე ის არ იქნება დაცული და გაწმენდილი ყველა ნაღმისგან.

ქურთულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) გამოაცხადეს, რომ ისინი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ხელახლა განლაგდებიან. ეს მოჰყვა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას, დაპირებას, რომ ქურთული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდებოდა.

ქურთული ძალების ლიდერი დათანხმდა შტატების მიერ მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ევფრატის აღმოსავლეთით გადაჯგუფებას, რაც, მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების და შუამავლების მოწოდებების საპასუხოდ განხორციელდა.

ქურთული ძალების უკან დახევამდე სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ქურთულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს მიანიჭებს და ქურთულ ახალ წელს ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადებს. ეს 1946 წელს სირიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქურთების ეროვნული უფლებების პირველი ოფიციალური აღიარებაა.