1732913324
უცხოეთი
სირიელი მეამბოხეები ქალაქ ალეპოში შევიდნენ - დაიღუპა 255 ადამიანი
სირიელი მეამბოხეები ქალაქ ალეპოში იერიშით შევიდნენ.
მედიის ცნობით, საბრძოლო შეტაკების შედეგად 255 ადამიანი დაიღუპა. სირიელი მეამბოხეები ასადის სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან.
საბრძოლო მოქმედებები ოთხშაბათს ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიატ თაჰრირ ალ-შამის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო.
სირიელმა სამხედროებმა პირობა დადეს, რომ მოიგერიებდნენ თავდასხმებს, მაგრამ ალეპოში შესვლამდე მეამბოხე ძალებმა 50-ზე მეტ დასახლებაზე მოიპოვეს კონტროლი.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ძალადობის შედეგად 14 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის ნახევარი ბავშვია იძულებით გადაადგილებული.