Loading data...
სიმფეროპოლზე უკრაინული ძალების საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლზე უკრაინის ძალების საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაიჭრა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ყირიმის ხელმძღვანელის, ალექსანდრე აქსიონოვის ცნობით, შეტევები არასაცხოვრებელ ობიექტებზე განხორციელდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.

ქალაქ სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოზჟაევმა დაწერა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ქალაქზე უკრაინული დრონების იერიშები მოიგერიეს. მისი ცნობით, 20-მდე დრონი განადგურებული იყო.