Loading data...
„სიკვდილი, ცეცხლი და მძვინვარება“ - ტრამპი ირანს უპრეცედენტო ძალით ემუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს დაბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს უპრეცედენტო ძალით დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ნაკადს დაბლოკავს.

„თუ ირანი რამეს გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ვიდრე აქამდე მიუღია. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის, როგორც ერის, აღდგენას - მათზე სიკვდილი, ცეცხლი და მძვინვარება იმეფებს - მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება! ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქარი ჩინეთისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს ჟესტი დიდად დაფასდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.