Loading data...
სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ მიუღებელია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, უსაფუძვლოდ დაადანაშაულოს ბალტიის ქვეყნები.

სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთის მოკავშირეების მიმართ მუქარა მიუღებელია.

„თქვენ არ გაქვთ უფლება, უსაფუძვლოდ დაადანაშაულოთ ​​ბალტიისპირეთის ქვეყნები. სრულიად ნათელია, ვინ არის აგრესორი და ვინ - მსხვერპლი. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ერთგულნი გაეროს ქარტიისა და ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების“, - აღნიშნა სიკორსკიმ.