1770124138
უცხოეთი
სიკორსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებზე: სულ ეს არის პუტინის დაპირებები ტრამპის მიმართ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა უკრაინაზე, მათ შორის მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს.
სიკორსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გადააზიარა უკრაინელი კოლეგის ანდრეი სიბიგას განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმა 3 თებერვლის ღამეს, როდესაც ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსზე დაბლა დაეცა, წარმოადგენდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ გენოციდურ თავდასხმებს.
„ეს არის ყველაფერი, რაც ვლადიმირ პუტინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიცემულ დაპირებას ეხება“, - დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
So much for Putin’s promise to @POTUS https://t.co/YBRUqxUvLV
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) February 3, 2026