1758626334
უცხოეთი
სიკორსკი რუსეთს: იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთის დელეგაციას მიმართა და განუცხადა - „იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება“.
„ვიცით, რომ თქვენ საერთაშორისო სამართალი არ გაინტერესებთ და არ შეგიძლიათ თქვენს მეზობლებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება. თქვენი შეურაცხადი ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც მანამდე არ შეწყდება, სანამ არ მიხვდებით, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია ვერ აღდგება.
ყოველი დრონით თავდასხმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს“, - მიმართა სიკორსკიმ რუსეთის დელეგაციას.