1758623610
უცხოეთი
სიკორსკი რუსეთს აფრთხილებს: თუ ჩვენს სივრცეში შემოსულ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ, საწუწუნოდ ნუ მოხვალთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მოსკოვი გააფრთხილა, რომ რუსეთმა არ უნდა იწუწუნოს იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შემოსულ რაკეტას ან თვითმფრინავს ჩამოაგდებს.
„რუსეთის მთავრობისადმი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: თუ ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე, განზრახ ან შეცდომით, კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა და ჩამოაგდებენ, ხოლო ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე მოხვდება, გთხოვთ, საწუწუნოდ აქ [გაეროში] ნუ მოხვალთ. გაფრთხილებული ხართ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, 22 სექტემბერს, განაცხადა, რომ ვარშავა ჩამოაგდებს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან.