Loading data...
სიკორსკი: პოლონეთს სურს, აშშ-თან საუკეთესო კავშირები ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში

პოლონეთს სურს, შეერთებულ შტატებთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი პოლონური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არ დავუშვებთ ჩვენი წინამორბედების შეცდომის გამეორებას“, - განაცხადა სიკორსკიმ.

ცნობისთვის, 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ვარშავის მაშინდელი მთავრობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მას აშშ-ის პრეზიდენტად ოფიციალურად არ აღიარებდა.

მედიის ცნობით, სიკორსკი ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა ორმხრივი კავშირები, უსაფრთხოების საკითხები და უკრაინაში ომი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ერთად განეხილა.