სიკორსკი: ომის დროს ბოდიშისა და პატივისცემის მოთხოვნა შეუფერებელია, თუმცა ზელენსკის ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტის მოთხოვნა შეუძლია
ომის დროს ბოდიშისა და პატივისცემის მოთხოვნა, როდესაც ისინი სიცოცხლისთვის იბრძვიან, შეუფერებელია, თუმცა ზელენსკის ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტის მოთხოვნა შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ბოდიშის მოხდასა და პატივისცემაზე დაჟინებული მოთხოვნა იმ ვითარებაში, როდესაც ისინი სიცოცხლისთვის იბრძვიან, შეუფერებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ზელენსკი არ დაკარგავს გვირგვინს, თუ პოლონეთის გავლისას პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტს მოითხოვს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ დიპლომატიური პროტოკოლის თანახმად, ნაკლები სტაჟის მქონე პრეზიდენტი სტუმრობს იმ კოლეგას, რომელიც პოსტს უფრო დიდი ხანია, იკავებს.
„დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ომს თავისი წესები და გარემოებები აქვს. ომი წესებს ცვლის“, - დასძინა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.