Loading data...
სიკორსკი: ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანება არ მოხდება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების იდეას და მოითხოვს, რომ „კიევმა სრული გაწევრიანების პროცესი უნდა გაიაროს“.

პოლიტიკოსს ჰკითხეს უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის პოზიციის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლონეთის პოზიცია უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის შეხედულებას ემთხვევა.

სიკორსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ უნდა გაიაროს ევროპული ინტეგრაციის სრული პროცესი, როგორც ეს ერთ დროს პოლონეთმა გააკეთა.

„ევროკომისიას გაუჩნდა იდეა, რომ გაწევრიანება დაჩქარებულად მოხდეს. ეს არ მოხდება. ჩვენ მივიჩნევთ, უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, როგორც ეს პოლონეთის შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკებების რთული სფეროები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი“, - აღნიშნა სიკორსკიმ.