სიკორსკი: დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი განზრახ დაესხა თავს ნატოს წევრ ქვეყანას და კრემლის განცხადებები ჩაურევლობის შესახებ ტყუილი და ტიპური საბჭოთა პრაქტიკაა.
„პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვია რუსეთში წარმოებულმა დრონებმა. ჩვენი შეფასებით, მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართეს. პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან და გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას.
დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
Last night, Poland’s airspace was breached 19 times by drones manufactured in Russia. Our assessment is that they did not veer off course but were deliberately targeted.
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) September 10, 2025
Poland, EU and NATO will not be intimidated and we will continue to stand by the brave people of Ukraine.… pic.twitter.com/prAEqrIUKX