Loading data...
სიიარტოს თქმით, იგი ეთანხმება უკრაინელი კოლეგის სიტყვებს, რომ „უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი დაბრკოლებაა“

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დაეთანხმა უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას, რომ ბუდაპეშტი ერთადერთი დაბრკოლებაა უკრაინის ევროკავშირში წევრობისთვის. შესაბამის განცხადებას სიიარტო Facebook გვერდზე აქვეყნებს. 

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში სიბიგამ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთ დაბრკოლებად მოიხსენია.

სიიარტო დაეთანხმა უკრაინელ მინისტრს და განაცხადა, რომ თუ უკრაინელები ევროკავშირში გაწევრიანდებიან, ისინი ბლოკს „ომს“ მოუტანენ და უნგრელ ფერმერებს გააკოტრებენ.

„სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უკრაინა ნამდვილად არ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან უკრაინელები ევროკავშირში ომს შემოიტანენ და ამით ჩვენც ჩაგვითრევენ თავიანთ ომში. ევროპელები, მათ შორის უნგრელები, უკრაინაში ფულს დაკარგავდნენ, ჩვენი ფერმერები უხარისხო მარცვლეულის გამო გაკოტრდებოდნენ და უკრაინული მაფია სატრანზიტო პუნქტად გამოგვიყენებდა“, - დაწერა მან. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებაზეა დამოკიდებული, რაც უკრაინის ევროკავშირში შესვლას მწვანე შუქს აუნთებს და უნგრელებს ომში „ჩაითრევს“.

„ასე რომ, 12 აპრილს [არჩევნების დღეს უნგრეთში] კითხვა ასეთია: მშვიდობა, თუ ომი? უნგრეთი, თუ უკრაინა?“, - დასძინა სიიარტომ.