1774024623
უცხოეთი
სიიარტომ დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩევნებამდე უნგრეთს ეწვევა
უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის ვიზიტს ელოდებიან. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, ვენსი უნგრეთში „აპრილის დასაწყისში“ ჩავა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
მანამდე Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვენსი უნგრეთში ვიზიტს გეგმავს, რათა მოახლოებული არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადოს.