Loading data...
სიიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა

„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში, უკრაინის საელჩოში, დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედებდნენ, უნგრეთიდან 9 მაისს გააძევეს.

„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინა კამპანიებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ჩვენ ვამბობთ „არას“ ომზე, ჩვენ არასდროს მიგვიწოდებია იარაღი უკრაინისთვის და არც გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ დავუშვით და არც ვაპირებთ საკუთარი თავის ამ ომში ჩათრევას“, - აღნიშნა სიიარტომ.