სიიარტო: უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა.
„უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება“, - აცხადებს სიიარტო.
სიიარტოს თქმით, უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არღვევს.
„უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს“, - აცხადებს სიიარტო.
We are blocking the €90 billion EU loan for Ukraine until oil transit to Hungary via the Druzhba pipeline resumes.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) February 20, 2026
Ukraine is blackmailing Hungary by halting oil transit in coordination with Brussels and the Hungarian opposition to create supply disruptions in Hungary and push…
ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განმარტა, რომ ეს უკავშირდება უნგრეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენის მონაკვეთზე რუსეთის დარტყმის ფაქტის დამალვას.