სიიარტო: უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება - ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ მის გასაუქმებლად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთი აპირებს სარჩელის შეტანას ევროკავშირის სასამართლოში, როგორც კი ოფიციალურად გამოქვეყნდება გადაწყვეტილება REPowerEU გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად აკრძალვას ევროკავშირში.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სიიარტომ პირობა დადო, რომ უნგრეთი REPowerEU-ს გასაუქმებლად „ყველა სამართლებრივ საშუალებას“ გამოიყენებს.
„REPowerEU გეგმა იურიდიულ ხრიკებს ეფუძნება, რომელიც სანქციების ზომას სავაჭრო პოლიტიკის გადაწყვეტილებად წარმოაჩენს ერთსულოვნების თავიდან ასაცილებლად. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს. ხელშეკრულებებში ნათლად არის ნათქვამი, რომ ენერგეტიკული ბალანსის შესახებ გადაწყვეტილებები ეროვნული პასუხისმგებლობაა“, - დაწერა სიიარტომ.
მან დასძინა, რომ უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა „ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგიის ხარჯებს უნგრელი ოჯახებისთვის“.
„უნგრეთი სარჩელს ევროკავშირის სასამართლოში შეიტანს, როგორც კი REPowerEU-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება“, - აღნიშნა სიიარტომ.
Hungary will take legal action before the Court of Justice of the EU as soon as the decision on REPowerEU is officially published. We will use every legal means to have it annulled.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) January 26, 2026
The REPowerEU plan is based on a legal trick, presenting a sanctions measure as a trade policy…