1763238977
უცხოეთი
სიიარტო: უნგრეთი სამშვიდობო ფონდიდან თავის წილს ლიბანის არმიას გადასცემს და არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
უნგრეთი „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ თავის წილს, 1.5 მილიონ ევროს, ლიბანის არმიის დასახმარებლად გამოიყენებს და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ლიბანელ კოლეგას უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის, რისთვისაც „ლიბანის სტაბილურობა გადამწყვეტი“ მნიშვნელობისაა.
„ჩვენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან ჩვენს წილს უკრაინის შეიარაღებისთვის არ გამოვიყენებთ. ამის ნაცვლად, ჩვენ 1.5 მილიონ ევროს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად დავხარჯავთ“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.