Loading data...
სიიარტო: უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთმა ორჯერ შესთავაზა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მასპინძლობა და ეს შეთავაზება კვლავ ძალაშია.

„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო პირობები უზრუნველვყოთ. მოხარული ვიქნებით, თუ სამშვიდობო მცდელობების წარმატებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ განცხადებით, სიიარტო გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თეთრი სახლი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს განიხილავს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად.