Loading data...
სიიარტო: რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლაიენთან, არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი ომში ჩაითრიონ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მისი თქმით, კიევს ბუდაპეშტის შანტაჟი და მუქარა არ გამოუვა.

„ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ.

ვერავინ დაემუქრება უნგრეთს ან მის პრემიერ-მინისტრს. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის ფასის გადახდაზე და უარს ვამბობთ ენერგომატარებლების უფრო მაღალ ფასებზე უკრაინის გამო.

რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლაიენთან და მანფრედ ვებერთან („ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, - აცხადებს სიარტო.