სიიარტო: ირონიაა, როცა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლექციებს გვიკითხავენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის შესახებ, არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

„ირონიაა, როდესაც ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლექციებს გვიკითხავენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმის შესახებ“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს.
როგორც სიიარტო წერს, უნგრეთი ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ დათმობს.
„ირონიაა, როდესაც ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლექციებს გვიკითხავენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმის შესახებ. მათ ერთი პატარა დეტალი ავიწყდებათ: უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის გარეშეა. ჩვენ არ გვაქვს სანაპირო ზოლი, სადაც თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი ან ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ერთ ღამეში შეიძლება აშენდეს.
გასაოცარია, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ვერ აცნობიერებს ამ მარტივ ფაქტს: გეოგრაფია განსაზღვრავს, სად შეუძლია თითოეულ ქვეყანას ენერგიის შეძენა.
ჩვენ შეგვიძლია, ვიოცნებოთ გაზსა და ნავთობზე იმ წყაროებიდან, რომელსაც მილსადენები არ სჭირდება, მაგრამ ოცნებებით ვერ გაათბობთ სახლებს, ვერ უზრუნველყოფთ ცხელ წყალს ან ვერ ამუშავებთ ქარხნებს.
ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ყველა პრეზიდენტს შეუძლია, დარწმუნებული იყოს ერთ რამეში: ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ უნგრეთის ენერგომომარაგება, ამიტომ არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
The irony is when Baltic and Northern countries with seacoasts lecture us about successfully breaking away from Russian energy.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 16, 2025
They forget one tiny detail: Hungary is landlocked. We have no coastline where an LNG terminal or refinery could be built overnight.
It’s astonishing…