Loading data...
სიიარტო იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინასთან და რუსეთთან ისეთივე წარმატებას მიაღწევს, რასაც ინდოეთთან და პაკისტანთან მიაღწია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარების მცდელობებში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს ინდოეთთან და პაკისტანთან დაკავშირებით მოხდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

სიიარტომ ტრამპი შეაქო იმის გამო, რომ მისი მეშვეობით ძალიან სერიოზული სამხედრო სიტუაციის მოგვარება შესაძლებელი გახდა: ომის ესკალაცია ინდოეთსა და პაკისტანს - ორ ბირთვულ სახელმწიფოს - შორის, რომელიც მთელ მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

„თუმცა, დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის წარმატებული შუამავლობის წყალობით, მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტა დამყარდა. იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში ომთან დაკავშირებით იგივე წარმატებას მიაღწევს!“, – დაწერა სიიარტომ.

ამასთან, უნგრელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი სამ წელზე მეტია, „მშვიდობის მომხრე პოზიციას“ იკავებს.

„მოხარულები ვართ, რომ ის დასავლეთ ევროპელები, რომლებიც ადრე სწორედ ამ მიზეზით გვესხმოდნენ თავს, გვაკრიტიკებდნენ და გვლანძღავდნენ, ახლა იმავეს აკეთებენ“, - აღნიშნა მან.