Loading data...
სიბიგა: უკრაინამ რუბიოსგან ამერიკულ იარაღთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან „ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების“ საკითხი განიხილა. ამის შესახებ სიბიგამ კიევში ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სიბიგამ აღნიშნა, რომ პარიზში G7-ის შეხვედრის დროს მას რუბიოსთან ამერიკული იარაღის შესახებ მოკლე საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ ამ დროისთვის ამ დახმარების სხვა რეგიონში გადამისამართებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.