Loading data...
სიბიგა: უკრაინამ პარტნიორებს აცნობა რუსეთის გეგმები, დაარტყას ატომური ელექტროსადგურების ობიექტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორები გააფრთხილა რუსეთის გეგმების შესახებ, დაარტყას ქვესადგურებს, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებს ამარაგებენ. 

სიბიგამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსეთი სახიფათო დარტყმებს გეგმავს იმ ქვესადგურებზე, რომლებიც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს ელექტროენერგიით ამარაგებენ.

„ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამის მონაცემებს და ვაფრთხილებთ პოტენციურად კატასტროფული შედეგების შესახებ. დროა, მსოფლიომ, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და წამყვანმა გლობალურმა ძალებმა, რომლებიც აფასებენ ბირთვულ უსაფრთხოებას, ხმა ამოიღონ და მოსკოვს მკაფიო გაფრთხილებები მისცენ, რათა აიძულონ იგი, უარი თქვას ასეთ უგუნურ გეგმებზე“, - დასძინა მან.