სიბიგა: უკრაინა მზადაა ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრისთვის ნებისმიერ ადგილას, მოსკოვისა და მინსკის გარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ კიევი დათანხმდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის ნებისმიერ ადგილს, რუსეთისა და ბელარუსის გარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სიბიგას თქმით, უკრაინა მხარს უჭერს უკრაინისა და კრემლის ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზებას, რათა მოლაპარაკებების მცდელობებში „ახალი იმპულსი“ შეიქმნას.
„ამის შესახებ თურქებს ვთხოვეთ, სხვა დედაქალაქებსაც ვთხოვეთ... თუმცა, თუ მოსკოვისა და ბელორუსის გარდა სხვა დედაქალაქი ასეთ შეხვედრას ორგანიზებას გაუწევს, ჩვენ წავალთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გასულ კვირას სიბიგამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა, პუტინს თურქეთში შეხვდეს, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით.
აპრილის დასაწყისში ერდოღანმა დაადასტურა მზადყოფნა, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს უმასპინძლოს.