სიბიგა: უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს

უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ნატოში არგაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინა რჩება პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატოში გაწევრიანების საკითხზე დათმობაზე წასვლა.
უკრაინელი მინისტრის თქმით, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მან მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის პრინციპული პოზიციის შესახებ.
„არსებობს ფუნდამენტური რამ, რასაც უკრაინა არ მიიღებს და ერთ-ერთი მათგანია ჩვენს მისწრაფებაზე უარი, გავხდეთ ნატოს წევრი“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი.
„ჯერ არ არის კონსენსუსი, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოსთან“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
ანდრეი სიბიგა დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება აუცილებელია არა მხოლოდ თავად უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
„ყველაზე ეფექტური ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - - არის ჩვენი წევრობა ნატოში“, - განაცხადა მინისტრმა.