Loading data...
სიბიგა ორბანზე: რუსეთის ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში

რუსეთის ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვს კონფლიქტის გასაღვივებლად, რაც, მისი თქმით, ომის გამოცხადებაა.

„რუსეთის ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში“, – წერს სიბიგა და აზიარებს ვიქტორ ორბანის განცხადებას.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.