Loading data...
სიბიგა: ომის ერთი დღე უკრაინას დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება

რუსეთთან ომის ერთი დღე უკრაინას დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება. 2026 წელი შეიძლება გადამწყვეტი იყოს მშვიდობის მიღწევისთვის, მაგრამ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე ეს შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა

„ომის ერთი დღე უკრაინას დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება. გარდა ამისა, ჩვენ ვიხდით ჩვენი ჯარისკაცების სისხლით. ამიტომ, ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა, რადგან ჩვენ ყველაზე მაღალ ფასს ვიხდით“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ეს წელი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის კუთხით, თუმცა აშშ-ის მონაწილეობა აუცილებელია.

„მე არ მჯერა, ან ეს არარეალურია, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა ამერიკელების გარეშე. ეს შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება მათი მონაწილეობა, მაგრამ, ამავე დროს, გვჭირდება მათი გავლენა და ზეწოლა რუსეთზე“, - აღნიშნა მინისტრმა.