Loading data...
სი ძინპინი ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება და ეგვიპტეს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დაგეგმილ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბიშკეკის სამიტზე სი ძინპინი მონაწილე ქვეყნებთან და ლიდერებთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ ძირითად საკითხებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.

ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს თავის ყირგიზ კოლეგასთან სადირ ჯაპაროვთან და დაესწრება სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებას, განაცხადა ლინმა.

სი ძინპინის ეგვიპტეში ვიზიტი ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტი იქნება, სადაც ის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდება და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლის.