Loading data...
სი ძინპინი: სატარიფო და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტარიფები და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, აზიანებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს აზერბაიჯანთან, რათა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე.