Loading data...
სი ძინპინი: რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, აუცილებელია, თაობიდან თაობამდე შენარჩუნდეს ფოლადივით გამოწრთობილი მეგობრობა

რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოსკოვში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

„აუცილებელია, თაობიდან თაობამდე შენარჩუნდეს მეგობრობა და ვიყოთ ნამდვილი მეგობრები, ფოლადივით გამოწრთობილნი“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, „80 წლის წინ ჩინეთისა და რუსეთის არმიები და ხალხები გაერთიანდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ, რითაც ისტორიაში დაუვიწყარი თავი დაწერეს“.

„დიდი მეგობრობა, რომელიც ორი ქვეყნის ხალხებს შორის ცეცხლითა და სისხლით გამოიწრთო, გახდა მყარი საფუძველი ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეზე განვითარებისთვის“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 7 მაისს ჩავიდა. 8 მაისს კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა მიიღეს ერთობლივი განცხადება რუსეთისა და ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.