სი ძინპინი პეტერ პელეგრინს: ჩინეთი იმედოვნებს, რომ სლოვაკეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში სლოვაკ კოლეგასთან პეტერ პელეგრინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი იმედოვნებს, რომ სლოვაკეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში, რომლებიც კონფლიქტებისა და უთანხმოებების სათანადო მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
„ჩინეთი ევროკავშირს ყოველთვის პარტნიორად მიიჩნევდა და მასთან კავშირებს გულწრფელად და კეთილი ნებით ავითარებდა“, - განაცხადა სიმ სლოვაკ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს.
„მთავარია თანასწორუფლებიან კონსულტაციებში ჩართვა და საერთო ენის გამონახვა, ამავდროულად, განსხვავებების შენარჩუნება“, - დასძინა ჩინეთის ლიდერმა.
ამასთან, სი ძინპინმა ისაუბრა სლოვაკეთთან პოტენციურ თანამშრომლობაზე ისეთ განვითარებად ინდუსტრიებსა და მოწინავე სფეროებში, როგორებიცაა სუფთა ენერგია, ციფრული ეკონომიკა, რობოტიკის წარმოება და ხელოვნური ინტელექტი.
ცნობისთვის, პეტერ პელეგრინი ჩინეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.