სი ძინპინი: ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად, პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას „მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი“ უწოდა.
სი ძინპინის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა არ უნდა დაზიანდეს.
„დღეს პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები, ასევე გლობალური და რეგიონული საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, ის ა უნდა დაზიანდეს.
შევთანხმდით, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული და სტრატეგიულად სტაბილური ურთიერთობა ავაშენოთ და ხელი შევუწყოთ მის მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა სი ძინპინმა.