1789998200
უცხოეთი
სი ძინპინი აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით 23 სექტემბერს ჩავა
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სი ძინპინის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
„ჩინეთის ლიდერი პრეზიდენტ ტრამპთან სიღრმისეულად გაცვლის მოსაზრებებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, ისევე როგორც მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაზე“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.