Loading data...
სი ძინ პინმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის წაქეზებას ტაივანზე თავდასხმისთვის - FT

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის წაქეზებას ტაივანზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საუბარი შედგა 2023 წლის აპრილში. როგორც აღინიშნა, ჩინეთის ლიდერმა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ აშშ ცდილობდა ჩინეთის მოტყუებას ტაივანში შეჭრისთვის, მაგრამ ის სატყუარაზე არ წამოეგო.

ზოგიერთი ჩინელი მეცნიერი და გადამდგარი ოფიცერი აცხადებს, რომ ტაივანისთვის იარაღის გადაცემა და შეერთებული შტატების მიერ მიღებული სხვა ზომები პროვოკაციაა.

მედი წერს, რომ სი ძინ პინის მიმართვა ფონ დერ ლაიენისადმი არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან ასეთი პრეტენზია გამოთქვა უცხო ლიდერთან. მან, ასევე, აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან კონფლიქტი გაანადგურებს ჩინეთის ბევრ მიღწევას.

ერთმა ჩინელმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „აქტიურად ამხნევებს დამოუკიდებლობის ძალებს ტაივანში“, რადგან მათ იციან, რომ თუ ისინი დამოუკიდებლობის გამოცხადებით წითელ ხაზს გადალახავენ, ჩინეთი იძულებული იქნება სამხედრო მოქმედებებს მიმართოს. 

ჩინელმა ექსპერტმა ბონი გლაზერმა განაცხადა, რომ ეს კომენტარი შეიძლება იყოს ჩინეთის მცდელობის ნაწილი, დააშოროს ევროპა აშშ-ს ტაივანის საკითხთან დაკავშირებით.

ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში კომენტარი არ გაუკეთებია ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაზე და სპიკერმა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ის არ გაამჟღავნებს პირადი შეხვედრების დეტალებს. თეთრმა სახლმა, ასევე უარი, თქვა კომენტარის გაკეთებაზე.