შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომას შესახებ განაცხადა
![](https://newshub.ge/uploads/files/2025/01/15/118330/viola-amerdi_w_h.jpeg)
შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიოლა ამერდმა განაცხადა, რომ 2025 წლის მარტის ბოლოს თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ მან 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერდმა განმარტა, რომ ის შვეიცარიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაზე „დიდი ხნის განმავლობაში“ ფიქრობდა და 2025 წლის 31 მარტს გადადგომა გადაწყვიტა.
„30 წელზე მეტხნიანი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ, მათ შორის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის შემდეგ, დროა, გამოვათავისუფლოთ ადგილი ახალი სისხლისთვის“, - განაცხადა მან.
როგორც მედია წერს, ამერდის გადადგომის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი და პრესკონფერენციაზე მას ჯარში გაწვევის კუთხით ახალ ინიციატივებზე უნდა ესაუბრა.
ცნობისთვის, ვიოლა ამერდი თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალურ დეპარტამენტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და გახდა პირველი ქალი, რომელმაც შვეიცარიაში ეს თანამდებობა დაიკავა.