Loading data...
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა, შვეიცარიამ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება. 

შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელინმა ხუთდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა და ხანძარს შვეიცარიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უწოდა.

„ეს იყო გაურკვეველი მასშტაბის დრამა“, - აღნიშნა მან და პატივი მიაგო ხანძრის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ შვეიცარია ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს.

ცნობისთვის, ხანძარი 1-ელ იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე ბარ Le Constellation-ში გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ის.

ტრაგედიის დაახლოებით 40 მსხვერპლის იდენტიფიცირებას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან ცხედრები ძლიერ დამწვარია.