1767260771
უცხოეთი
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაშავებულია 10 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაინიუსი“ იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, აფეთქება სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა. აფეთქებისას ბარში 100 ადამიანი იმყოფებოდა.
შვეიცარიის სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ექიმმა ეროვნულ მაუწყებელ RTS-ს განუცხადა, რომ ადამიანები დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, აფეთქება შესაძლოა, პიროტექნიკას გამოეწვია, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან კავშირში არ არის.