Loading data...
შვეიცარიის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთი უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში.

როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ივნისში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის.

„რუსეთი არ არის მიწვეული ამ ეტაპზე. შვეიცარია ყოველთვის ღია იყო რუსეთის ამ სამიტზე მიწვევისთვის, თუმცა რუსეთმა არაერთხელ და საჯაროდ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული სამიტში მონაწილეობით. შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, სამშვიდობო პროცესი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია“, - აცხადებენ  შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტი სამშვიდობო პროცესის დაწყებას ისახავს მიზნად.