Loading data...
შვეიცარიის კურორტზე ხანძარი, რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებში მოთავსებულმა შუშხუნებმა გააჩინა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, ბარ Le Constellation-ში ხანძარი, რომელსაც 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებში მოთავსებულმა შუშხუნებმა გააჩინა, რომლებიც ჭერთან ახლოს აღმოჩნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ბეატრის პილუდმა განუცხადა, იუწყება CNN-ი. 

„ზოგიერთი ჰიპოთეზის დადასტურება შესაძლებელია. როგორც ჩანს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხანძარი შამპანურის ბოთლებში მოთავსებული შუშხუნებიდან, ან ფანრებიდან გაჩნდა, რომლებიც ჭერთან ძალიან ახლოს იყო, რამაც ხანძრის ძალიან სწრაფად გავრცელება განაპირობა“, - განაცხადა პილუდმა.

როგორც პოლიციის უფროსმა ფრედერიკ გისლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაშავებულთაგან 71 შვეიცარიის მოქალაქეა, 14 საფრანგეთის მოქალაქეა, 11 იტალიელია, ოთხი სერბია, ერთი ბოსნიელი, ერთი ბელგიელი, ერთი ლუქსემბურგელი, ერთი პოლონელი და ერთი პორტუგალიელია. მიმდინარეობს დანარჩენი დაშავებულების ვინაობის დადგენა და დაღუპულთა იდენტიფიცირება. 

ცნობისთვის, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი 1-ელ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე გაჩნდა. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.