Loading data...
შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია. წინასწარი გამოძიების შედეგებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ბარში გაჩენილ ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 115-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.